Friday, April 27, 2012



ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა "კისტოუნის" ფილმში "საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში", 1914 წელს. 1914 წლის აპრილიდან,მოკლემეტრაჟიუნი ფილმის, "ოცწუთიანი სიყვარულიდან", მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დუგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია "უნაიტედ არტისტსი".
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.
1965 წელს ჩაპლინმა დაამტკიცა თავისი ოფიციალური ფილმოგრაფია და წარუდგინა საზოგადოებას თავის წიგნ „ჩემ ავტობიოგრაფიასთან“ ერთად. ფილმოგრაფია შეიცავდა 1914 წლის შემდეგ გამოცემულ 80 კინოფილმს. ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი დევიდ რობინსონის 1985 წლის ბიოგრაფიაში „ჩაპლინი: მისი ცხოვრება და ხელოვნება“, რომელიც დამატებით შეიცავდა ჩაპლინის უკანასკნელ ფილმს გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), როგორც 81-ე ჩანაწერს. 2010 წელს 82-ე ფილმი დაემატა ჩაპლინის შემოქმედებას. ეს ფილმი გახლდათ ახლადაღმოჩენილი Keystone-ის ნაწარმი ქურდის დამჭერი, რომელიც იმ დრომდე ითვლებოდა დაკარგულად.
ჩაპლინის ყველა ფილმი „ცირკის“ (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა შემდგომ ბევრი მათგანი ხელახლა იქნა გამოცემული საუნდტრეკებით. „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“(1931) და „ახალი დროება“ (1936) არსებითან იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი ხმოვანი იყო, გარდა ფილმისა გრაფინია ჰონგ-კონგიდან.
ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებულია 35 მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.